წაშლილი სამძიმარი - ლანჩხუთის საკრებულო სკანდალში ეხვევა

05.12.22 13:38
წაშლილი სამძიმარი - ლანჩხუთის საკრებულო სკანდალში ეხვევა

დაწერილი და წაშლილი სამძიმარი -  უკრაინაში მებრძოლი ქართველი გმირის, ლანჩხუთის მკვიდრი ჯამბულატ ხოფერიას გარდაცვალების გამო ლანჩხუთის მუნიკაციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალურ გვერდზე ჯერ მწუხარება გამოხატეს, მაგრამ შემდეგ კი სტატუსი წაშალეს. 

ამ დრომდე უცნობია, ვისი მოთხოვნით გააქრეს პოსტი. საკრეულოს თავმჯდომარე ,,პირველებს" უმტკიცებს, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იცის. ინფორმაციულ ვაკუუმშია მისი მოადგილეც.

ეს ტრაგედია ჯამბულატ ხოფერიას, მისი ოჯახის, მებრძოლი ხალხის, ასევე ჩვენი ქვეყნის ტრაგედიაა.

ჩემი პირადად, როგორც საკრებულოს თავმჯდომარისა და მთელი ლანჩხუთის ტრაგედიაა ახალგაზრდა კაცის წასვლა ამ ქვეყნიდან, დანარჩენს რაც შეეხება, პოსტზე საქმის კურსში არ ვარ. ვინ წაშალა, ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში არ ვარ. - განუცხადა ,,ტვ პირველს" ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბიძემ.

ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ვერიკო კვირკველია, აცხადებს, რომ არ არის აქტიური სოციალურ ქსელში და არ იცის, რა სტატუსი იყო ატვირთული ადგილობრივი თვითმმართველობის ოფიციალურ გვერდზე. 

,,ტვ პირველის" წყაროს ინფორმაციით, სამძიმრის ტექსტი გურიის გუბერატორის მოთხოვნით წაიშალა. თუმცა გიორგი ურუსაძე ,,ტვ პირველის" სატელეფონო ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს.

მსგავსი სიახლეები