პრემიერის სამძიმარი 43 საათის დაგვიანებით

05.12.22 14:02
პრემიერის სამძიმარი 43 საათის დაგვიანებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი რარიბაშვილმა უკრაინაში დაღუპლების ოჯახის წევრებს 2 დღის დაგვიანებით მიუსამძიმრა. 

ხალხის პროტესტის შემდეგ პრემიერის იძულებული გახდა დაღუპუპების ოჯახისთვის სამძიმარი გამოეცხადებინა. 

ირაკლი რარიბაშვილმა სამძიმარიც კი ოპოზიციაზე თავდასხმისთვის გამოიყენა და მათ "ამორალურები" უწოდა. 

პირველ რიგში, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, ნათესავებს. აქვე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი ტკივილი, გულწრფელად მინდა ვთქვა ამის თაობაზე, დიდი დანაკლისი, უკვე 33 ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპა ამ ომში, რაც რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის ტრაგედია, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 მთავრობის მეთაურმა ჭირისულფებს უთხრა, დაკრძალვის ხარჯებს მთავრობა ფარავს

მთავრობა ყველაფერს აკეთებს, ჩვენი თანამოქალაქეები არიან, საწყალი ბიჭები, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ დიდი ტრაგედიაა ჩვენთვის. მთავრობა პირველივე დღიდან ჩაერთო, საელჩოები ჩართულები იყვნენ, მათი გადმოსვენება იქნება თუ ხარჯები, ყველაფერი, სამხედრო პატივით დაკრძალვა, ყველაფერი გაკეთდა ჩვენ მიერ, ჩვენ სათანადო პატივი მივაგეთ დაღუპულთა ოჯახებს ყოველგვარი ყვირილის, ყოველგვარუ პიარის გარეშე"- თქვა პრემიერმა. 

 

მსგავსი სიახლეები