ღარიბაშვილმა გლოვის დღე არ გამოაცხადა
2-დღიანი დუმილის შემდეგ ღარიბაშვილმა უკრაინაში დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა, თუმცა საზოგადოების მოთხოვნა არ გაითვალისწინა და 6 დეკემბერი გლოვის დღედ არ გამოაცხადა.
5 ქართველი მებრძოლი უკრაინაში, დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტში, 3 დეკემბერს დაიღუპა, დაჭრილია მეთაური, გრძელდება ბრძოლა დაღუპულების ცხედრების გამოსაყვანად.
მოძრაობა "სირცხვილია" 6 დეკემბრის გლოვის დღედ გამოცხადებას ითხოვს.