ღარიბაშვილმა სამძიმარი 88 წამში ჩაატია, ოპოზიციის ლანძღვას კი 8 წუთი დაუთმო
პრემიერ-მინისტრმა სამძიმარი 88 წამში ჩაატია, ოპოზიციის ლანძღვას კი 8 წუთი დაუთმო. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ წინა ხელისუფლების დროს პრეზიდენტი "მიწაზე იყო გართხმული", ხოლო თავდაცვის მინისტრი ბრძოლის ველიდან გაიქცა.
ყალბი პოლიტიკოსები ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მიღებას, ამაზე ამორალური თუ რამე არსებობს. მე მინდა, ყველას შევახსენო, რომ ეს ადამიანები, ეს ე.წ. ომის პარტია და გამყიდველების პარტია შეიძლება ასე ითქვას პირდაპირ და რატომ ამას კარგად ავხსნი, დღიდან ომის დაწყებისა უკრაინაში, ცდილობდნენ და ცდილობენ გარკვეული პროვოკაციების მოწყობას, მათი ორგანიზებულია ახლაც, სამწუხაროდ ჩვენი თანამოქალაქეები მიჰყავთ ომის პარტიის წარმომადგენლებს უკრაინაში, მათი არაერთი პროვოკაცია იქნა არიდებული თავიდან ჩვენი მთავრობის მიერ", - თქვა ღარიბაშვილმა.