"ოცნების" გასაკეთებელს მოქალაქეები აკეთებენ - საზოგადოება ითხოვს, 6 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდეს

05.12.22 15:25
"ოცნების" გასაკეთებელს მოქალაქეები აკეთებენ - საზოგადოება ითხოვს, 6 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდეს

საზოგადოება ითხოვს, 6 დეკემბერიი გლოვის დღედ გამოცხადდეს. ის, რასაც წესით, "ქართული ოცნება" უნდა აკეთებდეს და  რუსეთის შიშით ვერ ბედავს, საქართველოს რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები აკეთებენ. მოქალაქეები  იმ გამოცდილ ჯარისკაცებს და მოხალისეებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს იცავენ, მადლობას უხდიან.

"სირცხვილიას" აქტივისტი ნოდარ რუხაძე ამბობს, რომ დაღუპული ქართველი გმირებისთის სამზმიმრის თქმა და გლოვის დღის გამოცხადება საქართველოს ხელისუფლებისთვის ავტომატური ინსტინქტი უნდა იყოს. 

მახსენდება, როგორი სწრაფები იყვნენ მაშინ, როდესაც გიორგი გაბუნია, რუსთავის2-ის ყოფილი წამყვანი დაგმეს ერთ საღამოს ერთ საათში ყველა ოფიციალურმა სამთავრობო უწყებამ გამოქვეყნა ტვიტი იმასტანდ აკავშირებით, რომ მათთვის მიუღებელი იყო გიორგი გაბუნიას მიერ ოკუპანტი რუსეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფა. სწორედ ასეთი სისწრაფით უნდა ხდებოდეს სამძიმრის გამოცხადება ჩვენი დაღუპული გმირებისთვის, გლოვის გამოცხადება, როგორიც არის საქართველო, ეს უნდა იყოს ავტომატური ინსტქინქტი ხელისუფლების მხრიდან, თუმცა სამწუხაროა, რომ მათ ეშინიათ, მათ თავები აქვთ ჩახრილი, თქვა ნოდარ რუხაძემ.

კიდევ ერთი აქტივისტი ნიკუშა ფარულავა კი მიიჩნევს, რომ ისეთი ხელისუფლების სამძიმარს, რომელიც პარალელურ რეჟიმში უკრაინაში მებრძოლ ქართველებს კრიმინალებს უწოდებს, აზრი და ფასი არ აქვს. 

არანაირი ფასი და აზრი არ აქვს იმ ხელისუფლების სამძიმარს, რომელსაც შეუძლია პარლამენტის ტრიბუნიდან გამოვიდს და ადამიანებზე, რომლებიც რეალურად ყველაზე ძვირფასს იღებენ, მათ შორის, მათი შვილების მომავლისთვის, უწოდოს კრიმინალები და დაქირავებულები, როდესაც ამ ადამიანებს 
30 წელია იარაღი ხელიდან არ გაუგდიათ იმისთვის, რომ რეალურად ისევ მათმა შვილებმა ისაუბრონ ქართულად. თანხვედრაშია კრემლის და „ქართული ოცნების“ გზავნილები ამ ბიჭებთან დაკავშირებით, რომელთა უმეტესობაზეც საქართველოში დღეს სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული - თქვა ნიკუშა ფარულავამ.

ბახმუტში 5 ქართველი მეომრის დაღუპვიდან 2 დღის შემდეგაც ხელისუფლება დუმდა. პრემიერმა დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი მხოლოდ მას შემდეგ გამოუცხადა, რაც საზოგადოების კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. 

მსგავსი სიახლეები