დაწევს თუ არა "ოცნება" საარჩევნო ბარიერს - რას ამბობს ოპოზიცია
საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტმა ვენეციის კომისიის და ეუთო-ოდირისგან წინასწარი შეფასება უკვე მიიღო. ამის მიუხედავად, "ქართული ოცნება" დოკუმენტს მალავს და ამ დრომდე არ ამბობს, რა ბარიერით ჩატარდება შემდეგი არჩევნები.
ოპოზიცია კი ამბობს, რომ ხელისუფლებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, დაბალი საარჩევნო ბარიერი არ არსებობდეს, რადგან თუკი საზოგადოებას არცევანის გაკეთება ბევრ პარტიაშ შორის მოუწევს, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ "ოცნება" ხმებს დაკარგავს.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, "ოცნება" ახლა არა ქვეყანაშ არსებული პოლარიზების დასრულებაზე, არამედ მხოლოდ ძალაუფლების შენარჩნებაზე ფიქრობს.
„ქართულ ოცნებას“ ეშინია სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. მთავარი ბეღელი საარჩევნო აარის ფულის ტომარა მაჟორიტარები, რომლებიც აშინებენ და ყიდულობენ ხმებს და ასევე, ბარიერი. თსქვენ იცით, რომ 2016 წელს იმის გამო, რომ 15 %-იანი იყო ბარიერი, თითქმის 21% ხმების ვერ გადაისახა საარჩევნო ხმაში. ძალიან მარტივია, სწორედ მაგიტომ იყო ევროპელების შემოთავაზება ჩვენი პარტნიორების და შიდაც კონსესუსი პარტიების, რომ ყოფილიყო დაბალი ბარიერი, რომ ამომრჩევლის ნების პროპორციული ასახვა მომხდარიყო, - თქვა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგი მანჯგალაძემ.
"ქართული ოცნება" კი ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტი საარჩვენო აბრიერთან დაკავშირებით მსჯელობას მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს, რაც ენმ უფრო მეტად კონსტრუქციული გახდება.
პოლიტიკური მხარდაჭერა ამ პროცესისადმი ჩვენ დავაფიქსირეთ, როდესაც პირველი მოსმენის ფორმატში მხარი დავუჭირეთ ამ ცვლილებებს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რო ოპოზიციის რადიკალურმა ფრთამ აბსოლუტურა საპირისპიროდ იმოქმედა ამის შემდეგაც, ჩვენ ვთქვით, რომ სანამ ოპოზიციის შესაბამისი წარმომადგენლები კონსტრუქციულ რეჟიმში არ გადავლენ, ეს პროცესი ვერ წაიწევს წინ, - თქვა გივი მიქანაძემ.