ღარიბაშვილი ოპოზიციას: „სელფებს“ რომ იღებდნენ, ფრონტის წინა ხაზზე წავიდნენ
პოპულისტები, ფარისევლები და ამორალურები - ასე მოიხსენიებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლიტიკურ ოპონენტებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციას ურჩია, რომ "ფრონტის წინა ხაზზე წავიდნენ".
რომელი პოლიტიკოსი გინახავთ ომში გარდაცვლილი? „ფეისბუქში“ რომ არიან აქტიურები და ვითომ ძალიან ვაჟკაცური, გაბედული პოსტებით რომ გამოირჩევიან წავიდნენ და იომონ, არა კიევში, „სელფებს“ რომ იღებდნენ, ფრონტის წინა ხაზზე წავიდნენ, თუ ასე ძალიან უნდათ მაინცდამაინც უკრაინაში ომში მონაწილეობის მიღება,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაური ამტკიცებს, რომ "ქვეყანამ სამჯერ იომა" და საკმარისია.
"მეგობრებო, სამჯერ ვიომეთ მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, საკმარისია"
ხალხი ბრძენია და ამას ყველაფერს ხედავს, მაგრამ ვინაიდან ასეთ ტრაგედიაზე ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მიღებას, ყოველთვის შევახსენებთ, რომ ეს არის ამორალური ფარისევლობა და მათ არაფერი ესაქმებათ საერთოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვასთან" - თქვა პრემიერ-მინისტრმა.