პოლიტიკური არარაობების და ნაძირლების გზავნილი - ბოკერია ღარიბაშვილზე
"სამძიმარი თავისი შხამიანი, სიცრუით სავსე პროპაგანდისთვის გამოიყენეს"- ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია პრემიერის გზავნილებს.
მისი თქმით, ღარიბაშვილმა, თავისუფლებისთვის მებრძოლებს შეურაცხყოფა მიაყენა:
ეს სამძიმარი გამოიყენეს თავისი შხამიანი, სიცრუით სავსე პროპაგანდისთვის. შეურაცხყოფა მიაყენეს საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც თავისი ნებით იცავს თავისუფლებას მსოფლიოში და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას უკრაინაში ბრძოლით. რაც დღეს მოვისმინეთ, პოლიტიკური არარაობებისა და ნაძირლების გზავნილია"- თქვა პოლიტიკოსმა.