იმ ხელისუფლების სამძიმარს, რომელიც უკრაინაში მებრძოლ ქართველებს კრიმინალებს უწოდებს, ფასი არ აქვს - ნიკუშა ფარულავა

05.12.22 15:31
იმ ხელისუფლების სამძიმარს, რომელიც უკრაინაში მებრძოლ ქართველებს კრიმინალებს უწოდებს, ფასი არ აქვს - ნიკუშა ფარულავა

სამოქალაქო აქტივისტები ხელისუფლებას სამძიმრის 5 დღიანი დაგვიანებით გამოცხადების  გამო აკრიტიკებენ. ნიკუშა ფარულვა აპირდაპირ ამბობს, რომ არანაირი ფასი არ აქვს ისეთი ხლეისუფებლის სამძიმარს, რომელიც პარალელურად, ტრიბუნიდან უკრაინაში მებრძოლ ქართველებს კრიმინალებს უწოდებს. 

არანაირი ფასი და აზრი არ აქვს იმ ხელისუფლების სამძიმარს, რომელსაც შეუძლია პარლამენტის ტრიბუნიდან გამოვიდს და ადამიანებზე, რომლებიც რეალურად ყველაზე ძვირფასს იღებენ, მათ შორის, მათი შვილების მომავლითვის, უწოდეოს კრიმინალები და დაქირავებულები, როდესაც ამ ადამიანებს 
30 წელია იარაღი ხელიდან არ გაუგდიათ იმისთვის, რომ რეალურად ისევ მათმა შვილებმა ისაუბრონ ქართულად. თანხვედრაშია კრემლის და „ქართული ოცნების“ გზავნილები ამ ბიჭებთან დაკავშირებით, რომელთა უმეტესობაზეც საქართველოში დღეს სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული - თქვა ნიკუშა ფარულავამ.

 

ბახმუტში 5 ქართველი მეომრის დაღუპვიდან 2 დღის შემდეგაც ხელისუფლება დუმდა. პრემიერმა დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი მხოლოდ მას შემდეგ გამოუცხადა, რაც საზოგადოების კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა.  

მსგავსი სიახლეები