„ოცნების“ შემომწირველმა გამარტივებული შესყიდვით 1.7 მლნ ლარის კონტრაქტი მიიღო

05.12.22 15:35
„ოცნების“ შემომწირველმა გამარტივებული შესყიდვით 1.7 მლნ ლარის კონტრაქტი მიიღო

„ქართული ოცნების“ შემომწირველმა, გიორგი ჭყონიას კომპანიამ გამარტივებული შესყიდვით 1.7 მლნ ლარის კონტრაქტი მიიღო - კვლევა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" გამოაქვეყნა. 

2018-2021 წლებში ჭყონიას 180 000 ლარი აქვს შეწირული. 

  • სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის ასაშენებელი შენობის არქიტექტურული მომსახურების შესყიდვის მიზნით 1,724,814 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გამარტივებული წესით გააფორმა კომპანიასთან, რომელიც ეკუთვნის „ქართული ოცნების“ მსხვილ შემომწირველს, და წარსულში ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი პროექტის, „პანორამა თბილისის“ არქიტექტორს გიორგი ჭყონიას.
  •  საკუთარი შენობის 7 წელი არქონის შემდეგ, ეკონომიკის სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში არსებული უწყებების ერთ, ახალ შენობაში განთავსება და ამ გზით კომუნალური და ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვა სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ გადაწყვეტილებამდე მისვლას 7 წელი დასჭირდა, გაუგებარია, გამარტივებული შესყიდვით 1 ან 2 თვის დროის პერიოდის მოგება რატომ გახდა პრიორიტეტული.
  •  ზემოთმოყვანილი გარემოებები, ჩვენი აზრით, შესაძლოა კორუფციის ნიშნებს შეიცავდეს. მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტს და საქართველოს გენერალურ პროკურატურას, გამოიკვლიონ, რამდენად დაირღვა კანონი აღნიშნული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას"- აცხადებენ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში". 

კვლევა ვრცლად ნახეთ აქ 

მსგავსი სიახლეები