პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს უსმენენ
პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს უსმენენ. ეკატერინე ტიკარაძე მინისტრის საათის ფარგლებში უწყების საქმიანობისა და გეგმების შესახებ ანგარიშს წარადგენს. ჯანდაცვის მინისტრის მიმართ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ინფორმაციული ხასიათის შეკითხვები აქვთ.
ოპოზიციიდან სხდომას „გირჩი“, „სოციალისტები“ და „მოქალაქეები“ ესწრებიან. „გირჩის“ ლიდერს, იაგო ხვიჩიას, აინტერსებს, როდის გაიხსნება ქვეყანა და როდის დამთავრდება ადამიანების ტყვეობაში ყოფნა.
მთავარი კითხვა, რომელიც მაქვს, არის ის, რომ როდის გაგვხსნიან? როდის მორჩება ამ ქვეყანაში ადამიანების დატყვევება საღამოს 9 საათის მერე. ხომ უნდა გავარკვიოთ, რამდენი ხანი გვინდა, რომ მონობაში ვიცხოვროთ? როცა უფლება არ გვაქვს, 9-დან 6-მდე გარეთ გავიდეთ პატარა ბავშვებივით, რამდენი ხანი უნდა გვწყემსონ და როდის მორჩება მართლა ეს ისტერია, რომ საფლავებზე რამდენი ადამიანი გავიდა და რამდენი ჭიქა ღვინო დალია, ამის თვლა. აი, ეს სიგიჟე როდის მორჩება, აი, ეს არის , რაც მე სამედიცინო სფეროსგან მაინტერესებს, - ამბობს ხვიჩია.