ღარიბაშვილმა სამარცხვინო განცხადებით კიდევ ერთხელ მოხსნა საკუთარი რეკორდი - მანჯგალაძე

05.12.22 15:58
ღარიბაშვილმა სამარცხვინო განცხადებით კიდევ ერთხელ მოხსნა საკუთარი რეკორდი - მანჯგალაძე

ირაკლი ღარიბაშვილი ცდილობს, რომ რუსეთისთვის „კუდის ქიცინის“ პოლიტიკა სახელმწიფო პოლიტიკად აქციოს - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა სამარცხვინო განცხადებით, კიდევ ერთხელ მოხსნა საკუთარი რეკორდი. ის საუბრობდა, რომ კიევზე შეტევის დროს უკრაინაში ჩასვლა ვერ მოახერხა. მას შემდეგ კიევზე შეტევა არ ყოფილა და თითქმის ყველა ევროპელი ლიდერი ჩავიდა უკრაინაში. მე ვსვამ კითხვას: ეს მამაცი ღარიბაშვილი რატომ ვერ ახერხებს სოლიდარობა გამოხატოს უკრაინელი ხალხისადმი. როცა საქართველოს სჭირდებოდა აფხაზეთში ომის დროს, შემდეგ 2008 წელს, უკრაინა ყოველთვის ჩვენ გვერდით იდგა", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მსგავსი სიახლეები