ღარიბაშვილო, ეგეთი სამძიმრის გამოცხადებას, სულ ჩუმად გდებულიყავი, ის სჯობდა - ვანო ნადირაძე

05.12.22 16:24
ღარიბაშვილო, ეგეთი სამძიმრის გამოცხადებას, სულ ჩუმად გდებულიყავი, ის სჯობდა - ვანო ნადირაძე

ღარიბაშვილო, ეგეთი სამძიმრის გამოცხადებას, სულ ჩუმად გდებულიყავი, ის სჯობდა  - უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედრო, ვანო ნადირაძე, პრემიერ ღარიბაშვილის დღევანდელ გამოსვლას ეხმიანება. 

ქართველი მებრძოლი სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნული განცხადებით ღარიბაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა არა მარტო დაღუპულ, არამედ ცოცხალ მებრძოლებს, რადგან მათ უმეტესობას პოლიტიკურ პარტიებთან არანაირი კავშირი არ გააჩნიათ. 

ღარიბაშვილო, ეგეთი სამძიმრის გამოცხადებას, სულ ჩუმად გდებულიყავი, ის სჯობდა.
შენ ხარ ნაძირალა და გათახსირებული კაცი! სამძიმარი კი არა, ყველას შეურაცხყოფა მოგვაყენე მეომრებს, დაღუპულებსაც და ცოცხლებსაც.

90% მეომრების საერთოდ არაა აქვს კავშირი არავითარ პოლიტიკურ პარტიასთან, აქ ყველა მაგარი ქართველი მეომარია და იციან, რომ მარტო უკრაინისთვის არ ბრძოლობენ, ბრძოლობენ საერთო მტრის წინააღმდეგ, საქართველოთვის ბრძოლობენ.

სულ ფეხებზე მკიდიხარ, პირველ რიგში, შენ და შენი პარტია და მერე დანარჩენები, მე აქ ვარ საქართველოს ერთგულების სახელით!!!
დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას, დიდება გმირებს, სიკვდილი მტერს!!
- წერს ვანო ნადირაძე.

უკრაინაში დაღუპულ ქართველ გმირებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, "საწყალი ბიჭები" უწოდა. უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლის დაღუპვიდან მესამე დღეს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქართველები უკრაინაში საომრად "ომის პარტიას" მიჰყავს.

მსგავსი სიახლეები