ღარიბაშვილი ღირსეულად დაიკავებს კუთვნილ ადგილს ფილიპე მახარაძისა და სერგო ორჯონიკიძის გვერდით - მელია
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილის სკანდალურ განცხადებას პასუხობს.
ნიკა მელიას თქმით, საქართველოს მოქმედი პრემიერი თავის კუთვნილ ადგილს დაიკავებს ისტორიაში - ფილიპე მახარაძისა და სერგო ორჯონიკიძის გვერდით:
33 ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.
პრემიერადწოდებული ღარიბაშვილი შეურაცხყოფს გმირებს - ამბობს, რომ ისინი პარტიამ წაიყვანა ომში!
თუმცა, სხვაგვარად მას ვერც წარმოუდგენია, არ ესმის და ვერც გაიგებს, რა არის თავისუფლების წყურვილი და რა ძალამ შეიძლება წაიყვანოს ადამიანი ფრონტის წინა ხაზზე. როგორ უნდა გაიგოს, ან როგორ უნდა ესმოდეს ეს, როდესაც მას ბატონის მსახურების მეტი არაფერი გაუკეთებია ამ ცხოვრებაში!
დიახ, გმირები ბრძოლის ველზე დაეცნენ იმიტომ, რომ იცოდნენ, ვინ არის მტერი და იცოდნენ, როგორ მოიპოვება თავისუფლება.
საქართველოში დღეს არის "მშვიდობა" არა იმიტომ, რომ რუსული ოცნების მთავრობა არის კეთილგონიერი, არამედ იმიტომ რომ უკრაინელი და ქართველი გმირები, რუსეთს უკრაინაში არა მხოლოდ აკავებენ, არამედ ამარცხებენ.
პრემიერად წოდებულმა მხოლოდ მას შემდეგ, რაც საზოგადოების აღშფოთება და რისხვა იწვნია, მხოლოდ სამი დღის შემდეგ მიუსამძიმრა გმირების ოჯახებს.
ასეთ სამძიმარს სჯობდა, საერთოდ არ ეთქვა! ამ სამძიმრით შეურაცხყო გმირები, მათი ბრძოლა და იდეალები. გმირები პრაქტიკულად დაადანაშაულა, პრაქტიკულად დაამადლა სამხედრო პატივით დახვედრა!
ქართველი გმირების სახელები ოქროს ასოებით ჩაიწერება ისტორიაში.
ეს ადამიანი კი ასევე ღირსეულად დაიკავებს თავის კუთვნილ ადგილს თავისი ამხანაგების - ფილიპე მახარაძისა და სერგო ორჯონიკიძის გვერდით!
დიდება გმირებს!" - წერს მელია.