,,ოცნებას“ უკრაინაში გამარჯვების შემდეგ ქართველი პატრიოტების საქართველოში დაბრუნების ეშინია - კახა ოქრიაშვილი
„ოცნებას“ უკრაინაში გამარჯვების შემდეგ ქართველი პატრიოტების საქართველოში დაბრუნების ეშინია! - ამის შესახებ პარტიის „პროგრესი და თავისუფლება“ დამფუძნებელი, კახა ოქრიაშვილი, აცხადებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი უკრაინაში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
ვუსამძიმრებ დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს და ჩვენს ქვეყანას, რადგან ვკარგავთ გმირებს, რომლებიც საქართველოსთვის იბრძვიან.
დღეს ხელისუფლებამ შეატრიალა „პლასტინკა“ და ომის დაწყებიდან 9 თვის შემდეგ, საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად, აღმოაჩინა, რომ თურმე, ათასობით ქართველი მებრძოლი უკრაინაში საქართველოსთვის იბრძვის და იღუპება.
ვფიქრობ, ხელისუფლებამ გაიაზრა, რომ მისი მოკავშირე რუსეთი ამ ომში დამარცხდება.„ოცნებას“ უკრაინაში გამარჯვების შემდეგ ქართველი პატრიოტების საქართველოში დაბრუნების ეშინია, რადგან ისინი პასუხს მოსთხოვენ, რატომ იყო საქართველოს ხელისუფლება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი რუსეთის მოკავშირე! - ამბობს კახა ოქრიაშვილი.
პრემიერმა ღარიბაშვილმა ორდღიანი დუმილის შემდეგ უკრაინაში, ქალაქ ბახმუტში დაღუპული 5 ქართველის ოჯახს მიუსამძიმრა, თუმცა, იქვე აღნიშნა, ქარველი სამხედროებს უკრაინაში ,,ომის პარტია" აგზავნის.