გამონაკლისს ვერ დაუშვებთ - ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ არ გაუშვებს
გამონაკლისს ვერ დაუშვებთ. საზღვარგარეთ რომ წავიდეს, კანონმდებლობით ის თავისუფალი უნდა იყოს - იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის, ინფორმაციით, ხელსიუფლება არ გეგმავს, მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში სამკურნალოდ გაუშვას, რადგან ეს საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდომარეობაზე არ ვსაუბრობ. ამაზე უნდა ისაუბრონ ექიმებმა, მოამზადონ შესაბამისი დასკვნები.
როგორ შეიძლება, თქვენ ისაუბროთ დასკვნაზე, რომელიც, ადვოკატის განცხადებით, არის კონფიდეციალური?
როცა ადამიანი საავადმყოფოში იმყოფება, ის იმყოფება იქ იმისთვის, რომ ესაჭიროება მკურნალობა. არავითარი წითელი ხაზი არ გადაკვეთილა და სახელმწიფომ გააკეთა მაქსიმუმიმ ჯანმრთელობის მდგომარეობის უზრუნველსაყოფად.
კონკრეტულად რატომ ვერ უმჯობესდება, ან რატომ უმჯობესდება, არ ვარ ექიმი, ამაზე გიპასუხოთ. შესაბამისად, არც დასკვნა გამხდარა საჯარო, რომ ამაზე იმსჯელოს ფართო საზოგადოებამ.
იმისთვის, რომ ადამიანი გაყვანილ იყოს საზღვარგარეთ, ის უნდა იყოს თავისუფალი. კანონით გაუთვალისწინებელი გამონაკლისი ვერავის მიმართ ვერ იქნება დაშვებული. ეს იქნება არაკონსტიტუციური. - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
დღეს სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის მედიკოსმა, გიორგი გრიგოლიამ, განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა წონაში 28%-ით დაიკლო, რაც აჩენს იმის რეალურ საშიშროებას, რომ მესამე პრეზიდენტის ლეტალური შედეგი დადგეს.