„გვახსოვს, როგორ იცავდა საქართველო თავის ტერიტორიას" - პოლონეთის პრეზიდენტი
„გვახსოვს, როგორ იცავდა საქართველო თავის ტერიტორიას"- ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
დუდამ საქართველოს პრეზიდენტს უკრაინისადმი გამოხატული მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
ჩვენმა პრეზიდენტმა, ლეხ კაჩინსკიმ ღია პოზიცია დააფიქსირა 2008 წელს საქართველოში ჩასვლისას, მან საქართველოს მხარდასაჭერ აქციაში მიიღო მონაწილეობა. მისი განცხადება ამ აქციაზე, შეიძლება ითქვას, წინასწარმეტყველური იყო. თქვა, რომ დღეს საქართველო, ხვალ – უკრაინა, შემდეგ ბალტიის ქვეყნები და პოლონეთის რიგიც დადგება ამ აგრესიულ ისტორიაშიო. პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ უკვე მაშინ განაცხადა, რომ ჩვენ თუ არ გავაჩერებთ რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ, ეს აგრესია უფრო დიდ მასშტაბს მიიღებს და საერთაშორისო საზოგადოებამ თუ არ გაუწია წინააღმდეგობა ამ აგრესიას, ის უფრო ფართო მასშტაბს მოიცავსო“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.