რუსეთი უნდა გაჩერდეს, არ უნდა დავუშვათ ძველი შეცდომა, რომ გავუფრთხილდეთ მის გრძნობებს - სალომე ზურაბიშვილი

05.12.22 19:07
რუსეთი უნდა გაჩერდეს, არ უნდა დავუშვათ ძველი შეცდომა, რომ გავუფრთხილდეთ მის გრძნობებს - სალომე ზურაბიშვილი

რუსეთი უნდა გაჩერდეს და შეეგუოს იმას, რომ ყველა თავისუფალ ქვეყანას აქვს თავისი საზღვარი - ამის შესახებ პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა. 

სალომე ზურაბიშვილის თქმით, არ უნდა განმეორდეს ძველი შეცდომა, რომ ვიღაცა რუსეთის გრძნობებს უნდა გაუფრთხილდეს.

10 თვეა, რაც რუსეთმა აჩვენა თავისი ნამდვილი სახე. გამოავლინა თავის აგრესიული, ექსპანსიური და იმპერიალისტური სახე და 10 თვეა, რაც მიმდინარეობს ეს სასტიკი და უსამართლო ომი უკრაინის მიმართ, მისი დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. 

ამ 10 თვის მანძილზე უკრაინელმა ხალხმა, უკრაინელმა მებრძოლებმა, არა მხოლოდ სამხედროებმა, არამედ მთელმა საზოგადოებამ გვაჩვენეს, თუ რას ნიშნავს საკუთარი ქვეყნის დაცვა, თავისუფლების დაცვა, არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის თავისუფლების, არამედ მთლიანად ევროპის და ჩვენი, საქართველოსი, როგორც ამ თავისუფალი სივრცის ნაწილის.  

რუსეთი უნდა გაჩერდეს და შეეგუოს იმას, რომ ყველა ცივილიზებულ ქვეყანას აქვს თავისი საზღვრები და თავისუფალი ქვეყნის ტერიტორიაზე თავისი ძალები განალაგოს, არ უნდა იყოს დაშვებული ძველი შეცდომა, რომ ვიღაცა უნდა გაუფრთხილდეს რუსეთის გრძნობებს. - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები