არის შეუქცევადი პროცესის საშიშროება - ექიმები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ

05.12.22 19:24
არის შეუქცევადი პროცესის საშიშროება - ექიმები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ

მოსალოდნელია სისხლდენა, ინსულტი და ინფარქტი - ბოლო რამდენიმე დღეში,  უკვე მეორედ სახალო დამცველის კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილის პალატიდან უმძიმესი ცნობებით გამოდის. სააკაშვილს წონის 28 პრცენტი უკვე დაკარგული აქვს, კლებას ისევ განაგრძობს, კრიტიკული ნიშნული კი 30 პროცენტია, რის შემდეგაც შეუქცევადი პროცესი იწყება.

კონსილიუმის წევრებისგან გავიგეთ, რომ  ,,ვივა მედის" მედპერსონალი მდგომარეობის სიმძიმეს აღიარებს და პასუხისმგებლობას გრძნობს იმაზე, რაც შეიძლება, მოხდეს. 

 ექიმების მიერ გაჟღერებული უმძიმესი ინფორმაციის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ განგაშის საფუძველი  არ არის!-  ეს თქვეს დღეს ოცნების ლიდერებმა პარლამენტში  და ფაქტობრივად იგივე გაიმეორა იუსტიციის მინისტრმაც. 

ვრცლად იხილეთ სიუჟეტი.

 

 

 

მსგავსი სიახლეები