უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრების პატივსაცემად საქართველოში გლოვის დღე არ გამოცხადდება
საქართველოში გლოვის დღე არ იქნება. 5 ქართველი მებრძოლის გარდაცვალება პრემიერისთვის საკმარისი საფუძველი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ ქვეყანაში გლოვის დღე გამოეცხადებინა.
თითქმის 48 საათიანი დუმილი მთავრობის მეთაურმა მხოლოდ დღეს დაარღვია. პრემიერმა თქვა, რომ მებრძოლები ომში ძალით წაიყვანეს და ამ განცხადებით შეურაცხყოფა მიაყენა იმ 33 გარდაცვლილი ჯარისკაცის ხსოვნას, ვინც უკრაინაში პუტინის სისასტიკეს შეეწირა.
იძულებითი სამძიმრით დაიწყო, მასზე მხოლოდ რამდენიმე წამი დახარჯა და დაასრულა ოპოზიციის ლანძღვით. პრემიერი, რომელიც ომის პერიოდში ერთხელაც კი არ ჩასულა უკრაინაში, ოპონენტებს პოპულისტებს, ფარისევლებს და ამორალურებს უწოდებს.
ღარიბაშვილის ეს ხაზი წარმატებით გააგრძელა ,,ოცნებამ" პარლამენტში. მმართველი გუნდის არც ერთმა წევრმა მხარი არ დაუჭირა ოპოზიციის ინიციატივას, რაც უკრაინაში მებრძოლი ოჯახებისთვის ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებდა.
უფრო ვრცლად იხილეთ რუსუდან ჯაბანიშვილის სიუჟეტი.