როგორ ივსება "ოცნების" ყულაბა - გაშიფრულია სქემა, რომელიც პოლიტიკურ კორუფიციაზე მიუთითებს
როგორ ივსება "ქართული ოცნების" ყულაბა - გაშიფრულია კიდევ ერთი სქემა, რომელიც კორუფციის მკვლევარებისთვის პოლიტიკური კორუფციის დადასტურებაა.
ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობამ უტენდეროდ 700 ათასი "ქართული ოცნების" ერთგულ შემომწირველს მისცა და ეკონომიკის სამინისტროს ახალი შენობის პროექტის დახაზვა დაავალა. დიდ ფულად ჯილდოს კი წინ პარტიულ სალაროში დიდი ფულის შეტანა უძღოდა.
ბიზნესმენმა გიორგი ჭყონია პარტიის მსხვილი შემომწირველია. ამ მან "ოცნებას" ზედიზედ სამ არჩევნებზე 180 ათასი ლარი შესწირა.
ფაქტით გაოგნებულებულები არიან ბიზნესმენის მშობლებიც. ამტკიცებენ, რომ მათ შვილს ამდენი ფული უბრალოდ არ აქვს. ოჯახის წევრები 45 წლის წინ გარემონტებულ ბინაში ცხოვრობდნენ, თავად ბიზნესმენმა კი უფულობის გამო 15 წელია რემონტი საკუთარ სახლში ვერ დაასრულა.
სახეზეა "ოცნების" კარგად ნაცადი სქემა, როცა კომპანიებს ჯერ ტენდერში ამარჯვებინებენ, შემდეგ კი აიძულებენ, ბიუჯეტიდან ჩარიცხული ფული "ოცნების" სალაროში თითქოს კეთილი ნებით შეიტანონ.
უფორ მეტი ნახეთ რეპორტაჟში.