ნიკა მელიას გზავნილია, შევინარჩუნოთ ერთიანობა - სამადაშვილი

28.04.21 14:08
ნიკა მელიას გზავნილია, შევინარჩუნოთ ერთიანობა - სამადაშვილი

"ნიკას მელიას გზავნილია, შევინარჩუნოთ ერთიანობა" - ამის შესახებ რუსთავის ციხიდან გამოსულმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" დაპატიმრებულ ლიდერს შეხვდა. 

ვისაუბრეთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება შეთანხმების გამოყენება ყველაზე უფრო პოზიტიურად, როგორც ნიკას გასათავისუფლებლად, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად.

ნიკას მთავარი გზავნილი ვფიქრობ არის ის, რომ უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მელიას მიაჩნია, რომ ჩვენ რაც შეიძლება, სწრაფად უნდა დავძლიოთ ყველა ის უთანხმოება, რომ დავიწყოთ მზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის - განაცხადა სამადაშვილმა. 

 

მსგავსი სიახლეები