ნიკა მელიას სალომე სამადაშვილის მიმართ პოლიტიკური წყენა არ აქვს

28.04.21 14:20
ნიკა მელიას სალომე სამადაშვილის მიმართ პოლიტიკური წყენა არ აქვს

აქვს თუ არა პატიმრობაში მყოფ ნიკა მელიას სალომე სამადაშვილის ​მიმართ პოლიტიკური წყენა? - ამის გარკვევას სამადაშვილთან "ტვ პირველის" ჟურნალისტი ცდილობდა. 

სამადაშვილმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მელიამ მისი ქმედებების მოტივი იცის.

ნიკამ კარგად იცის, რომ ყველა გადაწყვეტილება, რაც მივიღე, იყო ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. მან იცის, როგორ ვაფასებ მე პროცესებს, შეიძლება, ის არ ემთხვეოდეს ყოველთვის მის აზრს. ახლა მთავარია, ერთი პოლიტპატიმარი გათავისუფლდა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მეორესაც გავათავისუფლებთ"-თქვა მან.