,,მიზეზი ის არის, რომ ქოცი არ ვარ" - გია ბუღაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს
გია ბუღაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტში ლექციებს აღარ წაიკითხვას. ცნობილი ქართველი მხატვარი 15 წლიანი მუშაობის შემდეგ აიძულეს, რომ სტუდენტებთან კავშირი გაეწყვიტა.
როგორც ირკვევა, ბუღაძეს ,,ოცნების" ხელისუფლების მეგობარმა ახლადდანიშნულმა რექტორმა, ჯაბა სამუშიამ, ისეთი პირობები შეუქმნა, რომ კონტრაქტის გაგრძელებაზე მხატვარმა უარი განაცხადა.
ცნობილი მხატვარი ამბობს, რომ მას პოლიტიკური ნიშნით დევნიან.
არავისთან არ მქონია კონტაქტი. ერთი თვის წინ მქონდა ერთ-ერთ მომსახურე პერსონასთან, რომელმაც თქვა, ახლა მიდის ხელშეკრულებაზე ლაპარაკი, თუმცა გამიკვირდა, 2 თვეზე მეტია, ლექციებს ვკითხულობ და ამდენი ხანი ხელშეკრულება არ დაიდო.
ყოველი სემესტრის დასაწყისში იდება ხელშეკრულება, ასე ხდება, 15 წელია მაქ ვმუშაობ. შევწყვიტე ურთიერთობა, რადგან მივხვდი, რომ მათ ჩემი იქიდან გამოძევება უნდათ.
ცრუპენტელები და გაიძვერები არიან, ავრცელებენ სულელურ ტექსტებს, თურმე, ჩემთან საუბარი იყო და 120 ლარი დააკლეს, სულ 500 ლარი იყო.
გათავისუფლების ძირითადი მიზეზი ის არის, რომ მე არ ვარ ქოცი და ვერ ვიღებ მათ კოლაბორაციონისტულ პოზიციას.
2 დარბაზი მაქვს უნივერსიტეტში მოხატული და ეს რომ ჩემთან არის დაკავშირებული, ფაქტია - განაცხადა გია ბუღაძემ
საზოგადოების პროტესტის შემდეგ კი ახლა თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი თავს იმართლებს და იწმუნება, რომ პროფესორმა უნივერსიტეტი თავად დატოვა, რადგან 500 ლარიანი ხელფასი 120 ლარით შეუმცირეს.