"კარგად დაფიქრდნენ, რას აყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ" - დაუშვილის ე.წ. განდგომილების წერილზე

06.12.22 12:16
"კარგად დაფიქრდნენ, რას აყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ" - დაუშვილის ე.წ. განდგომილების წერილზე

ე.წ. განდგომილების წერილმა, რომელშიც ისინი დასავლეთს თავს მორიგ ჯერზე ესხმიან და მათ აგენტებად მოიხსენიებენ, ოპოზიციის გაღიზიანება მოჰყვა. პარტია "საქართველოსთის" წევრი, ივანიშვილის დაჯგუფებას მოუწოდებს, ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით შეფასებები სიფრთხილით გააკეთონ, რადგან ეს ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. 

როცა არაფრისმთქმელ სტატუსზე ლაპარაკობენ, ცოტა კარგად დაფიქრდნენ, რას აყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი მომავლის განმსაზღვრელი, ვიქნებით ცივილიზებულ დასავლეთთან თუ... და თუ იქ არ ვართ, მაშინ ავტომატურად ვართ რუსეთში. რაც შეეხება აგენტურას... ერთი რაღაც კარგად უნდა გვესმოდეს, როდესაც „ოცნება“ თავს ესხმის აშშ-ს, როდესაც „ოცნება“ თავს ესხმის ჩვენს მთავარ მოკავშირეს და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამით ავტომატურად საქართველოს სუვერენიტეტს და საქართველოს დამოკიდებლობას აყენებს საფრთხის ქვეშ, - ამბობს დაუშვილი.

მსგავსი სიახლეები