როცა საუბრობ სტრატეგიული პარტნიორის აგენტობაზე, რომელი ქვეყნის ინტერესს წარმოადგენ? - მანჯგალაძე "განდგომილებს"
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ე.წ. განდგომილების მორიგ წერილს ეხმიანება და პირდაპირ ამბობს, რომ ისინი "ქართული ოცნების" დღის წესრიგის ნაწილია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, სტრატეგიული პარტნიორების აგენტებად მოხსენიება, მხოლოდ ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.
არანაირი განსხვავებული დღის წესრიგი „ქართული ოცნებისგან“ ამ ხალხს არ აქვს, არანაირი გამოყოფილი ესენი არ არიან. იმ ქვეყანაში, სადაც 20% არის ოკუპირებული, როცა საუბრობ სტრატეგიული პარტნიორების აგენტობაზე, სტრატეგიულ პარტნიორებს მოიხსენიებ აუგად, რომელი ქვეყნის ინტერესს წარმოდგენს ნეტავ, თუ არიან ამაზე დაფიქრებულები, - ამბობს პაატა მანჯგალაძე.