რას ნიშნავს ევროკავშირის "არაფრისმომცემი სტატუსი"? - ივანიშვილის დაჯგუფება განმარტებას ვერ აკეთებს

06.12.22 13:44
რას ნიშნავს ევროკავშირის "არაფრისმომცემი სტატუსი"? - ივანიშვილის დაჯგუფება განმარტებას ვერ აკეთებს

რას ნიშნავს ევროკავშირის კანდიდატობის "არაფრისმომცემი სტატუსი"? - ივანიშვილის დაჯგუფება "პირველების"  კითხვას ვერ პასუხობს. საგანგებო წერილის ერთ-ერთი ავტორი გურამ მაჭარაშვილი ისრების ოპოზიციაზე გადატანას შეეცადა და თქვა, რომ ევროკავსირის კანდიდატობის სტატუსის არმიღება ოპოზიციის ინტერესშია. 

არაფრის მომცემი არის იმ თვალსაზრისით, რაზეც იყო საუბარი, რომ კანდიდატობის მიღების შემთხვევაში, ჩვენ მოგვცემდნენ მილიარდებს. სტატუსი რომ მივიღოთ იქნება იმის მომცემი, რომ ჩვენ  სხვა გეგმით დავიწყებთ გეგმობაზე ზრუნვას. სტატუსი არ სჭირდება რადიკალებს, არ სჭირდება ომის პარტია, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ თითქმის 80% შესრულებულია უკვე, დეკემბერში დასრულდება ის 12 პუნქტიანი გეგმა, რაც არის დადებული სტატუსის მიღებისთვის. თქვენ როგორ გგონიათ, ეს რომ არ გვინოდოდეს, ამას გავაკეთებთ? , - თქვა მაჭარაშვილმა.

ამის მიუხედავად, ე.წ. განდგომილების წევრმა  ევროპარლამენტარები აგენტებად მოიხსენია და თქვა,  რომ ისინი ახლა ქართული ოპოზიციის ნაცვლად მოქმედებენ, რადგან ხელისუფლების ოპონენტები საქართველოში განულებულები არიან.

აგენტოკრატია ნიშნავს იმას, რომ სამწუხაროდ, რადიკალების პატრონებმა უცხოეთში, ზოგერთები, რა თქმა უნდა უმრავლესობა, იმედი მაქვს, ასეთები არ იქნებიან, აპირებენ იმას, რომ თვითონ გააქტიურდნენ,იმიტომ, რომ აქ რადიკალები უკვე, პრაქტიკულად, განულებულები არიან. როდესაც ერთი, ორი ან თუნდაც ხუთი ევროპარლამენტარი იმას გაბედავს 700 ევროპარლამენტარიდან, რომ საქართელოში იტყვის, რომ არის უკუსვლა, როცა ხდება, რეალურად წინსვლა, ამას დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს, ამაზეა საუბარი და დემოკრატია ამ ხალხმა ჩაანაცვლა აგენტოკრატიით, - თქვა მაჭარაშვილმა.

ირაკლი კობახიძის შემდეგ ამერიკელი სენატორები აგენტებად ამჯერად  ე.წ. განდგომილებმა გამოცხადეს. სუბარი-ყაველაშვილის დაჯგუფება უკვე ღიად ამბობს, რომ ევროკავშირის სტატუსი საქრათველოსთვის არაფრის მომცემია, პირობების შესრულების მოთხოვნა კი  ფორმალური. 

ე.წ. განდგომილები საგანგებო წერილში ისევ იმეორებენ, რომ რეალურად, დასავლეთს ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა სურს და ამისთვის ე.წ. აგენტურა ქვენის შიგნით და გარეთ მუშაობს.

მსგავსი სიახლეები