პრემიერმა და ,,ოცნებამ" მოღალატეობრივი პოზიციის გამო ქვეყანას ბოდიში უნდა მოუხადონ - ანი წითლიძე
ირაკლი ღარიბაშვილმა ბოდიში უნდა მოიხადოს - ასეთია ოპოზიციის წარმომადგენელთა აზრი პრემიერის ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.
ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მმართველმა პარტიამ უკრაინაში მებრძოლ და გარდაცვლილ ბიჭების ოჯახებთან ბოდიში უნდა მოიხადოს.
პრემიერის ტონი უნდა იყოს არა ვიწრო პარტიული, არა ზიზღითა და ბოღმით სავსე. უნდა მოიხადის ღარიბაშვილმა ბოდიში განცხადების გამო და ბოდიში უნდა მოუხადოს დაღუპული გმირების ოჯახებს, ბოდიში უნდა მოუხადოს მებრძოლებს, რომლებიც ამ წუთებშიც იბრძვიან უკრაინაში.
ზოგადად, პრემიერმა და ,,ქართულმა ოცნებამ" თავიანთი მოღალატეობრივი პოზიციის გამო, რაც აქვთ ამ ბიჭებთან დაკავშირებით, ბოდიში უნდა მოუხადონ მთელ ქვეყანას - განაცხადა ენმ-ს დეპუტატმა, ანი წითლიძემ.
ხელისუფლება გლოვის ნაცვლად ქართველი მებრძოლების შეურაცხყოფითა და დამცირებით არის დაკავებული. სამდღიანი დუმილის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა გმირების ოჯახებს იძულებითი სამძიმარი გამოუცხადა, მეომრებს კი, ვინც ახლაც ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან, ფაქტობრივად უთხრა, რომ ისინი ოპოზიციამ ომში იძულებით წაიყვანა.