პრემიერს ბოდიში არ აქვს მოსახდელი - "ოცნება" ღარიბაშვილს იცავს

06.12.22 13:47
პრემიერს ბოდიში არ აქვს მოსახდელი - "ოცნება" ღარიბაშვილს იცავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, გივი მიქანაძეს, მიაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრს ბოდიში მოსახდელი არ აქვს. 

მიქანაძის განმარტებით, ოპოზიცია უკრაინაში დაღუპული ქართველ მეომრების ტრაგედიას იყენებს პოლიტიკური ქულების დასაწერად, რაც სამარცხვინოა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა მიუსამძიმრა და გამოხატა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ რადიკალური ოპოზიცია ამ ყველაფერს იყენებს სამარცხვინოდ, მართლა სამარცხვინოდ, დაღუპული ჩვენი თანამემამულეების სახელებს, რეალურად აგორებს კამპანიას და ცდილობს, ეს დიდი ტრაგედია გადაიტანოს რაღაც პოლიტიკური ქულების დაწერაში. 

პრემიერს არანაირად ბოდიში არ აქვს მოსახდელი - მიაჩნია გივი მიქანაძეს.

საქართველოს პრემიერმა ბახმუტში 5 ქართველი მეომრის დაღუპვიდან მხოლოდ მესამე დღეს გამოუცხადა მათ ოჯახებს სამძიმარი, თან განაცხადა, რომ ჯარისკაცები უკრაინაში ომის პარტიას მიჰყავს.

მსგავსი სიახლეები