სააკაშვილის ტრაგიკული დასასრული დამანგრეველი იქნება სახელმწიფოებრიობისთვის - დიპლომატი
ქართველი დიპლომატების შეფასებით საგანგაშოა ის ვითარება, რაც ხდება არა მარტო მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ, არამედ ქვეყანაში.
დიპლომატი და რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ყოფილი ელჩი, ვალერი ჩეჩელაშვილი, ამბობს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი დაიღუპება ციხეში, ეს იქნება როგორც პიროვნულად მისი ადამიანური ტრაგედია, ასევე ძალიან დაზარალდება საქართველოც, ვინაიდან ეს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას საბოლოოდ დაუხურავს კარს.
„ჩვენი მთავარი მიზანი იყო ის, რომ გადავარჩინოთ მესამე პრეზიდენტი, რომელმაც დაიმკვიდრა თავისი ადგილი საქართველოს ისტორიაში. ტრაგიკული დასასრული, რაც არ არის გამორიცხული, ვინაიდან დინამიკაა ძალიან ნეგატიური, იქნება დამანგრეველი ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის.
ძალიან სერიოზული პოლიტიკური ფიგურები ძალიან ყურადრებით ადევნებენ თვალსყურს, თუ რა ხდება მესამე პრეზიდენტის ირგვლივ.
ვფიქრობ, რომ საკმაოდ ძლიერი ბერკეტები გააჩნიათ ჩვენს პარტნიორებს იმაზე, რომ აუხსნან ჩვენს ხელისუფლებას, რომ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა არის, როგორც საქართველოს, ისე მმართველი პარტიის ინტერესებში“. - ამბობს ჩეჩელაშვილი.
ქართველი დიპლომატები პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ.
წერილში ნათქვამია, რომ მესამე პრეზიდენტის მიმართ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, წამებასა და მძიმე ლითონით მოწამვლას აქვს ადგილი.