უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეხვედრა გაუუქმა

06.12.22 14:48
უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეხვედრა გაუუქმა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს დღეს დაგეგმილი შეხვედრა გაუუქმა. 

 ანდრეი კასიანოვი საგარეო უწყებაში 15:00 საათზე უნდა მისულიყო, თუმცა როგორც "ტვ პირველის" წყარო უყვება, შეხვედრის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე, უკრაინის საელჩოში საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის სამსახურიდან დარეკეს და უთხრეს, რომ აუდიენცია გაუქმდა და დღეს აღარ იქნება.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროს მას შემდეგ გააუქმა რაც ელჩმა დააანონსა, რომ რომ მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბარს აპირებდა. 

მსგავსი სიახლეები