თუ პარლამენტი უკან გაიწვევს ამნისტიის კანონპროექტს, მელია ევროკავშირის გირაოს დათანხმდება

28.04.21 14:40
თუ პარლამენტი უკან გაიწვევს ამნისტიის კანონპროექტს, მელია ევროკავშირის გირაოს დათანხმდება

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის დაპატიმრებული თავმჯდომარის, ნიკა მელიას, პოზიცია უცვლელია - ,,ენმ"-ის ლიდერი ევროკავშირის მხრიდან გირაოს თანხის გადახდას მხოლოდ იმ შემთვევაში დათანხმდება, თუ ამნისტიის კანონპროექტს პარლამენტი უკან გაიწვევს:

მელიას გირაოსთან დაკავშირებით მისი პოზიცია არის პირობითი - თუ პარლამენტი უკან გაითხოვს ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, ის დათანხმდება ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს. ის, რომ კანონპროექტი დარეგისტრირდა, ეს არაფერს ნიშნავს, ის შესაძლოა, მეორე ან მესამე მოსმენის დროს უკან გაიწვიონ.

უკვე თვალნთლივ დავინახეთ, რომ "ქართული ოცნების" მიერ მომზადებული კანონი ყველას და ყველაფერს შეეხება - ფაქტობრივად ინდულგენციას მიიღებს ყველა მოძალადე და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი. ნიკა მელიას გათავისუფლების გასაღები არის ხელისუფლების ხელში. ჩვენ ხვალ გამოვცხადდებით პროცესზე და დაველოდებით პროკურატურისა და სასამართლოს პოზიციას" - განაცხადა კონდახაშვილმა.
 

მსგავსი სიახლეები