33-მა ქართველმა გმირმა გაწირა სიცოცხლე უკრაინისა და საქართველოს დასაცავად - უკრაინა

06.12.22 15:21
33-მა ქართველმა გმირმა გაწირა სიცოცხლე უკრაინისა და საქართველოს დასაცავად - უკრაინა

"დღეს უკრაინელი ჯარისკაცების გვერდიგვერდ როგორც უკრაინის, ისე საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობისთვის ქართველი მოხალისეები იბრძვიან" - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საელჩოს დროებითმა რწმუნებულმა გააკეთა.

ანდრეი კასიანოვმა ბახმუტთან დაღუპულ ქართველი გმირების ოჯახებს მიუსამძიმრა: 

ისინი იბრძვიან არამხოლოდ ქართული ეროვნული ლეგიონის შემადგენლობაში, არამედ უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა შეიარაღებულ ფორმირებებში და ისინი დღესაც სრულუფლებიანად აღნიშნავენ უკრაინის შეიარაღებული ძალების  დღეს.

სამწუხაროდ, დღე ეს დღესასწაული მიმდინარე წლის 3 დეკემბერს ბახმუტთან, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში ქართველი მოხალისეების გარდაცვალებამ დაჩრდილა. ესენი არიან ავთო რურუა, როლანდ კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი, ბადრი მარკელია. ჩვენ თავებს ვხრით მათ წინაშე და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებს.

სამწუხაროდ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ბარბაროსული აგრესიის შედეგად 33-მა ქართველმა გმირმა უკვე გაწირა სიცოცხლე ჩვენი საერთო მტრისგან უკრაინისა და საქართველოს დასაცავად. ჩვენთვის ისინი უკრაინის ნამდვილი გმირები არიან და მათი ხსოვნა დარჩება მილიონობით უკრაინელის გულში"- თქვა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა. 

მსგავსი სიახლეები