"ოცნება" უკრაინელი დიპლომატის წინააღმდეგ - "უნდათ, რომ საქართველო გამოდიოდეს, როგორც მხარე"
"ქართული ოცნება" საქართველოში უკრაინის საელჩოს დროებითი წარმომადგენლის წინააღმდეგ - მამუკა მდინარაძემ ანდრეი კასიანოვის განცხადებებს მეორეხარისხოვანი უწოდა.
მეტიც, მმართველმა პარტიის ლიდერმა დიპლომატი ხელისუფლების დაზიანების მცდელობაში დაადანაშაულა.
მათ უნდათ, და ეს თქვა პირდაპირ კასიანოვმა, რომ საქართველო გამოდიოდეს, როგორც მხარე სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში, ანუ ომში, ამ შემთხვევაში. რუსეთის მიერ საოკუპაციო ომის მხარედ გახდომა საქართველოს ინტერესებში ვერ არის, არ არის და ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას", - თქვა მდინარაძემ.