ღარიბაშვილს ბოდიში მოსახდელი არ აქვს - სარჯველაძე პრემიერის განცხადებაზე
მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ პრემიერმა უკრაინაში მებრძოლ ქართველებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე ბოდიში არ უნდა მოიხადოს.
"ქართული ოცნების" წევრი ამბობს, რომ ამის საფუძველი არ არსებობს. მისი თქმით, ნამდვილად "საწყალია" ყველა ის მებრძოლი, ვინც ომში დაიღუპა.
არამც და არამც, არაფრის გულისთვის და არავითარი საფუძველი არ არსებობს, უბრალოდ, ამის მოთხოვნის იმიტომ, რომ მიზეზი არ არსებობს, რომლის გამოც შეიძლება, ვინმემ მოსთხოვოს პრემიერ ღარიბაშვილს ბოდიშის მოხდა ამ განცხადებებთან დაკავშირებით. ა
დამიანი, რომელიც დაიღუპა ომში, იმაზე იტყვის „საწყალიო“, არ მგონია, რომ ამის გულისთვის ვინმე კრიტიკას იმსახურებდეს, როდესაც გვეცოდებიან ადამიანები, რომლებიც ომში გარდაიცვალნენ, - თქვა სარჯველაძემ.
პრემიერმა გუშინ თქვა, რომ უკრაინაში საომრად ქართველი მებრძოლები ომის პარტიას მიჰყავს. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველი მებრძოლები "საწყალ ბიჭებად" მოიხსენია.