რა უთხრა ირაკლი ღარიბაშვილმა ილია II-ს - შეხვედრა საპატრიარქოში
შეხვედრა საპატრიარქოში - პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პატრიარქს მდინარე იორდანზე ქართული კულტურის ცენტრის პროექტი წარუდგინა. ინფორმაციას ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
დღეს შევხვდი კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს.
ჩვენს პატრიარქს წმინდა მიწაზე, მდინარე იორდანეზე, ქართული კულტურის ცენტრის პროექტის პირველადი ვერსია წარვუდგინე და გავაცანი. მისმა უწმინდესობამ მისი მოსაზრებები გამიზიარა და პროექტზე ერთად ვიმსჯელეთ.
მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, მდინარე იორდანესთან ქართული სავანის მშენებლობის პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. მალე დავიწყებთ პროექტის შეთანხმების შესაბამის პროცედურებს, ხოლო მოგვიანებით, მშენებლობის ნებართვის მიღებისთანავე მშენებლობას. - აღნიშნავს სოციალურ ქსელში ღარიბაშვილი.