თბილისის საკრებულო უკრაინის ელჩის დანიშვნის შემდეგ განიხილავს ნებისმიერ საკითხს - ტყემალაძე კასიანოვს
საკრებულოს თავმდჯომარე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრი კასიანოვის დღევანდელ განცხადებას თბილისის საკრებულოს თავმჯომარე ეხმაურება.
გიორგი ტყემალაძის თქმით, საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის შემდეგ მზად არიან განიხილონ ნებისმიერი საკითხი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შესაფერისი იქნება.
„ელჩის დანიშვნის შემდეგ, ჩვენ ვართ მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი და მივიღოთ იმგვარი გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობების შესაფერისი იქნება“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ
კასიანოვის თქმით, კარგი იქნებოდა უკრაინის ომში დაღუპული ქართველი და უკრაინელი მებრძოლების სახელები თბილისის ქუჩებს მიენიჭოს.