საქართველომ უკრაინას შთმაბეჭდავი მასშტაბის დახმარება გაუწია - სარჯველაძე

06.12.22 17:23
საქართველომ უკრაინას შთმაბეჭდავი მასშტაბის დახმარება გაუწია - სარჯველაძე

უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის  მხილებამ "ქართული ოცნება" წყობიდან გამოიყვანა. მიხეილ სარჯველაძე ირწმუნება, რომ საქართელომ უკრაინას შთამბეჭდავი მასშტაბის დახმარება გაუწია. "ქართული ოცნების" წევრი ამბობს, რომ უკრაინა ჰუმანიტარული დახმარების ასაკითხს პოზიციების შემოწმების ინსტრუმენტად იყენებს.

ჰუმანიტარული დახმარება რა მასშტაბის გაწია საქართველომ და თუ ავწონით ამას ჩვენი შესაძლებლობების თანაფარდობაში, ეს საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. დაახლოებით. 400-მდე საერთაშორისო სამართლებრივი ინიციატივა იყო, რომელშიც ან თანასპონსორია ან ინიციატორია საქართველო. რა რესუსრებიც გვაქვს, ეს არის საერტაშორისო სამართლებრივი ბერკეტების გამოყენება და ჰუმანიტარული დახმარების გამოყენება საიმისოდ, რომ ოკუპირებული ტერიტორიები რაღაცნაირად გამთელდეს. სამხედრო ინტერვენციას ჩვენ არ ვახორციელებთ. ანუ პოზიციების შემოწმების ინსტრუმენტად ნუ ვაქცევთ უბრალოდ საკითხს ჰუმანიტარული დახმარების. არ ვარგა ეს, - თქვა სარჯველაძემ.

სკანდალური განცხადება ანდრეი კასიანოვმა დღეს გააკეთა. დიპლომატმა პირდაპირ თქვა, რომ ხელისუფლება უკრაინული მხარის ყველა თხოვნას აიგნორებს. მისი თქმით, საქართველოში ომში მყოფ ქვეყანას გენერატორებითაც კი არ ეხმარება. 


 

მსგავსი სიახლეები