სააკაშვილის სასამართლო და ენმ-ს სამოქმედო გეგმა - ნიკა მელიამ საგანგებო შეხვედრა ჩანიშნა

06.12.22 17:17
სააკაშვილის სასამართლო და ენმ-ს სამოქმედო გეგმა - ნიკა მელიამ საგანგებო შეხვედრა ჩანიშნა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დანიშვნასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. 

მელია ამბობს, რომ ერთიანი და კონსოლიდირებული მოქმედება გადამწყვეტია

მეგობრებო!
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ჩაინიშნა 9 დეკმებერს, 13 საათზე.
ამ ეტაპზე ერთიანი და კონსოლიდირებული მოქმედება გადამწყვეტია.
არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, რომ ამ პროცესს  ხელი შევუწყოთ ჩვენი ერთობითა და თანამშრომლობით, როგორც ერთმანეთთან, ისე დაცვისა მხარესა და მიხეილ სააკაშვილის ოჯახთან.
შესაბაბამისად, გთხოვთ, ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატებს, პარტიის სამდივნოს წევრებს, შევხვდეთ ხვალ, 12 საათზე ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში, რათა განვიხილოთ უახლოესი დღეების სამოქმედო  გეგმა და შევაჯეროთ პოზიციები"- წერს მელია. 

მსგავსი სიახლეები