ქართველი ბავშვები ფულს აგროვებენ, რათა უკრაინას გენერატორი შეუძინონ

06.12.22 18:16
ქართველი ბავშვები ფულს აგროვებენ, რათა უკრაინას გენერატორი შეუძინონ

ზაალ სამადაშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს - მისი თქმით,  ბავშვები  გენერატორის შესაძენად ფულს აგროვებენ, რომ იყიდიან, უკრაინაში უნდა გაგზავნონ:

“რკინის ფული გაქვსო?“ ანა მეკითხება, უმცროსი შვილიშვილი, ათი წლის.
“მაქვს-მეთქი,“ ვპასუხობ.
„მომეცი რამდენიც გაქვსო“, მეუბნება.
ვაძლევ, ხელისგულზე ვუყრი.
თურმე სამი დღეა ის და მისი კლასელები გენერატორის შესაძენად ფულს აგროვებენ, რომ იყიდიან, უკრაინაში უნდა გაგზავნონ,“ - წერს ზაალ სამადაშვილი.

მსგავსი სიახლეები