ის კი არა, რომ უარს ამბობს, ჩემი შვილი ვერ იკვებება - გიული ალასანია
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა "ვივა მედის" კლინიკური დირექტორის განცხადებას ეხმაურება. გიული ალასანია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საკვებს ვერ იღებს:
"ის კი არა, რომ უარს ამბობს, ვერ იკვებება, ვერ იღებს საკვებს უჭირს, მე ხომ მოწმე ვარ ამის. ხანდახან ორ ლუკმას რომ ჩაიდებს, უკაცრავად, უკან იღებს"- აცხადებს გიული ალასანია.
ზურაბ ჩხაიძის გმტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს იღებს, ისიც მისთვის სასურველ დღეებში, ყოველდღიურად არა.