სამი დღე ისტორიულ პროცესამდე - მოსამართლემ სააკაშვილის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი უნდა გადაწყვიტოს
9 დეკემბერი, 13:00 საათი. პარასკევს მოვლენათა ეპიცენტრი თბილისის საქალაქო სასამართლო იქნება. ეს არის თარიღი, როდესაც მოსამართლე გიორგი არევაძემ ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი უნდა დაიწყოს.
მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ახლა სწორედ არევაძის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ისტორიულ პროცესამდე სამი დღით ადრე კი გიორგი არევაძე ექსკლუზიურ ინტერვიუს "პირველებს" აძლევს. მოსამართლე პირობას დებს, რომ პროცესი დაჩქარებული წესით წარიმართება, რადგან საქმე ბრალდებულის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ეხება.
ყველაფერი დამოკიდებული იქნება თავად სასამართლო პროცესზე - გიორგი არევაძე არ გამორიცხავს, რომ მოითხოვოს მესამე პრეზიდენტის პალატაში დაკითხვა ან დისტანციურად ჩვენების მიღება.
პროცესზე სულ 26 მოწმე უნდა დაიკითხოს. მათ შორის "ვივა მედის" ხელმძღვანელობაც. მას შემდეგ რაც სააკაშვილის პროცესი ჩაინიშნა კლინიკაში განგაში გამოცხადდა და საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმაც პოზიცია რადიკალურად შეცვალა. "პაციენტი კი ვერ ჭამს - არ ჭამს". ამ ფრაზით დღეს ზურაბ ჩხაიძემ პასუხისმგებლობის არიდება სცადა და ჯანმრთელობის უკიდურესი გაუარესება თავად მესამე პრეზიდენტს დააბრალა.
ყველა ამბავი მესამე პრეზიდენტის საქმეზე - ნეხეთ ნანუკა ქაჯაუას რეპორტაჟში