კავშირზეა ბახმუტი - რა ეტაპზეა ქართველების ცხედრების გადმოსვენება და რა ხდება დაპირისპირების ეპიცენტრში
ბახმუტში ქართველებისა და უკრაინელების 57-ე ბატალიონი ალყაშია მოქცეული. ქალაქში ამ დრომდე უმძიმესი ბრძოლები მიდის. ბახმუტი მთელი ღამე იბომბებოდა და ის თითქმის მთლიანად გადამწვარია. 24 საათის შემდეგ ქართველ მებრძოლებთან კავშირი აღდგა. "პირველებმა" დაღუპული ქართველი ჯარისკაცების მეთაურის ჩაწერა შეძლო. გოჩა ხორავა გვიყვება, რომ მოკლული მებრძოლების ცხედრების გამოტანის ორი შესაძლებლობა არსებობს: გაცვლა და კარგად დაგეგმილი საიდუმლო სპეცოპერაცია.
გარდაცვლილების ოჯახის წევრებს კი ამ დრომდე ცხედრების დანახვაც კი სანატრელი გაუხდათ. ოფიციალური უწყებიდან მათთან კონტაქტზე არავინ არ გასულა და არანაირი დახმარება არ შეუთავაზებია. მოისმინეს მხოლოდ პრემიერის იძულებითი და დაგვიანებული სამძიმარი და თავი შურაცხყოფილად იგრძნეს. " რა იცის ომი ღარიბაშვილმა- " ეს იყო გარდაცვლილი გმირების მშობლების პასუხი პრემიერის მიმართ. ღარიბაშვილს მოუსმინეს ფრონტის ხაზზე მებრძოლებმაც, რომლებიც მთავრობის მეთაურისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.