ლანძღვა ბოდიშის ნაცვლად - ხელისუფლება ქართველი მებრძოლების წინააღმდეგ
ქართველი მებრძოლების დისკრედიტაციის მცდელობის ახალი ტალღა ქართული ოცნებიდან. კამპანია, რომელიც ჯარისკაცების წინააღმდეგ ღარიბაშვილმა გუშინ დაიწყო, დღეს მამუკა მდინარაძემ გააგრძელა. "ოცნების" ლიდერმა მებრძოლებს, რომლებიც ოკუპანტის წინააღმდეგ ფრონტის ხაზზე არიან, ფაქტობრივად "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები უწოდა. მდინარაძე ამბობს, რომ პარტიის წევრები სოფელ-სოფელ დადიოდნენ და ადამიანებს ომში წასვლას აიძულებდნენ
"ოცნების" ლიდერმა ქართველ ჯარისკაცებს უმძიმესი ბრალდება ყოველგვარი მტკიცებულებისა და არგუმენტის გარეშე წაუყენა. მათ ისეთივე შეურაცხყოფა მიაყენა, როგორც ეს გუშინ ქვეყნის პრემიერმა გააკეთა.
ფაქტია, რომ გლოვის ნაცვლად საქართველოს ხელისუფლება უკვე მეორე დღეა ქართველი მებრძოლების დამცირებით არის დაკავებული. ღარიბაშვილის განცხადებას ოპოზიციამ ანტისახელმწიფოებრივი უწოდა და პრემიერისგან ბოდიშს ელოდება.