სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო - გია ბუღაძე უნივერსიტეტიდან გაუშვეს

06.12.22 20:46
სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო -  გია ბუღაძე უნივერსიტეტიდან გაუშვეს

სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო - ახალი რექტორის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი ჩვენი დროის უდიდესი მხატვარი გია ბუღაძე აღმოჩნდა. 15 წლიანი მუშაობის შემდეგ ცნობილ ხელოვანს უთხრეს, რომ აღარ სჭირდებათ. გია ბუღაძეს უბრალოდ კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს.

დღეს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია თავის მართლების რეჟიმში იყო, განსაკუთრებით იცავდა ახალ რექტორს.

მხატვარი დარწმუნებულია, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მას სტუდენტებთან ურთიერთობა  შეუზღუდეს, მისი პოლიტიკური პოზიციაა.

 

 

მსგავსი სიახლეები