წამგებიანი კომპანიები ბიუჯეტის ხარჯზე
წამგებიანი კომპანიები ბიუჯეტის ხარჯზე - სატრანსპორტო კომპანიისა და თბილსერვის ჯგუფის შენახვა თბილისელებს მილიონები უჯდება, არადა ამ სამსახურებს საკუთარი შემოსავლებიც აქვთ მაგრამ წლებია მხოლოდ ზარალზე მუშაობენ, ამიტომ კალაძემ გადაწყვიტა დამატებით დიდი ფული მათ ანგარიშებზე ბიუჯეტიდან ჩარიცხოს. ჩნდება კითხვა რატომ? საქმე ისაა, რომ სატრანსპორტო კომპანიაშიც და თბილსერვის ჯგუფშიც თანამშრომლების რაოდენობა რეკორდულად იზრდება. ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ მერმა ეს სამსახურები ოცნების აქტივისტების დასაქმების ადგილად აქცია და ხელფასს სწორედ ბიუჯეტიდან უხდის.