სააკაშვილს აქვს მეოთხე ხარისხის კახექსია, რასაც სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს
მედიკოსების საგანგაშო განცხადება - სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ უნდა იყოს გაყვანილი.
თენგიზ წულაძის თქმით, სააკაშვილს აქვს მეოთხე ხარისხის კახექსია, რასაც სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს.
მისივე, განცხადებით, "თუ ასე გაგრძელდა ის შეიძლება ძალიან საშიში იყოს და რამდენიმე თვეს გულისხმობდეს".
გაუარესება გამოიხატებოდა წონის კლებაში, პაციენტის კოგნიტური ფუნქციების გაუარესება, პოლინეირაპათია, გამოიხატა ასევე კუნთების განლევა, საერთო სისუსტე, ვერ დგება, დახმარებით დგება, კონტაქტში შემოსვლა უჭირს, შეფასდა მისი კოგნიტური სფერო და ისიც დაქვეითებულია. აქვს ცხელება, ამ ყველაფერმა მოგვცა უფლება გვეუბრა ისეთ მძიმე გართულებაზე, როგორიც არის კახექსია.
უფრო ანორექსია იყო, ვიდრე შიმშილობა, პაციენტი აცხადებს, რომ არ შიმშილობს და შესაბამისად, მას აქვს გულისრევა და ვერ იღებს საკვებს, ამ ფონზე განვითარდა ეს მძიმე გართულება - კახექსია"- თქვა წულაძემ.
მისი თქმით, მდგომარეობის მკვეთრი დამძიმებაა მოსალოდნელი.
მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს მეოთხე ხარისხის კახექსიით, რასაც სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს,
აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობდა სხვადასხვა მრავალპროფილურ კლინიკაში, ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები და მკურნალობა, მისი მდგომარეობა მაინც სწრაფად გაუარესდა, განსაკუთრებით ბოლო თვეებში და ვთვლით, რომ ძირეული გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული" - ამბობს წულაძე.
მისივე განცხადებით, პაციენტი ქვეყნიდან უნდა იქნეს გაყვანილი და სხვაგან უნდა იქნეს ნამკურნალევი, სხვა მრავალპროფილურ კლინიკაში, რომელსაც შესაბამისი გამოცდილება აქვს".