სააკაშვილს 2-3 თვე აქვს დარჩენილი შეუქცევად ცვლილებებამდე - მედიკოსების საგანგაშო დასკვნა

06.12.22 20:16
სააკაშვილს 2-3 თვე აქვს დარჩენილი შეუქცევად ცვლილებებამდე - მედიკოსების საგანგაშო დასკვნა

სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმების საგანგაშო დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ - მედიკოსები არ მალავენ, რომ იგივე დინამიკით თუ გაგრძელდა, შეიძლება ლეტალური დადგეს 2-3 თვეში დადგეს. 

გია ხურციძე ამბობს, რომ სააკაშვილის დასახმარებლად საქართველოში ყველაფერი გაკეთდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის. 

ძალიან სწრაფად იკლებს წონაში, 25 კგ დაიკლო დაახლოებით სექტემბრიდან, იგივე დინამიკით რომ გაგრძელდეს, 51-50 კგ/მდე ჩამოვა 2-3 თვის განმავლობაში. ეს უკვე იქნება ის კრიტიკული ზღვარი, როცა იწყება ორგანოების დაზიანება და შეუქცევადი ცვლილებები ორგანიზმში"- თქავა მედიკოსმა. 

მისი თქმით, სააკაშვილის გართულებულ მდგომარეობას ემატება ნერვების დაზიანება. ამასთან როგორც ირკვევა, სიცხის გამომწვევი მიზეზის დადგენა ვერ მოხერხდა. 

საქართველოში ყველაფერი გაკეთდა, ამაზე მეტი ვერ წარმოგვიდგენია რა უნდა გაკეთდეს და ამასობაში, პაციენტს 2-3 თვე აქვს დარჩენილი შეუქცევად ცვლილებებამდე, სანამ მისი წონა დაეცემა იქამდე, რომ დაიწყებს საკუთარი ორგანოების მონელებას, მერე უკვე აღარაფერი მოატრიალებს მას" - ამბობს ექიმი გია ხურციძე.

მსგავსი სიახლეები