ოპოზიცია მედიის გამოყენებით, სააკაშვილის მოსამართლეზე ზეწოლას ახდენს - მინისტრი

06.12.22 22:35
ოპოზიცია მედიის გამოყენებით, სააკაშვილის მოსამართლეზე ზეწოლას ახდენს - მინისტრი

იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით მოსამართლეზე ზეწოლას ოპოზიცია ცდილობს და ამაში, რატი ბრეგაძის მტკიცებით, ხელისუფლების ოპონენტები მედიასაშუალებებს იყენებენ. 

რატი ბრეგაძის თქმით, სასჯელის გადავადებისთვის არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გაწერილი გზები.

გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. მოსამართლემ უნდა იმსჯელოს მტკიცებულებათა ერთობლიობით და მხარეებმაც შესაბამისი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ.

თუმცა, ვხედავთ ძალიან მარტივ და იაფფასიან ხრიკებს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ისინი ყველა შესაძლო გზით, მათ შორის, ტელევიზიების გამოყენებით, სხვადასხვა მედიასაშუალებით ცდილობენ, ზეწოლა განახორციელონ მოსამართლეზე. ფაქტობრივად, მას წინასწარ ეუბნებიან, რომ მისი მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. ცდილობენ, ქუჩაში დახვდნენ, სხვადასხვა სახის ზეწოლა განახორციელონ" თქვა მინისტრმასამთავრობო მედიის ეთერში. 

ისტორიულ პროცესამდე სამი დღით ადრე მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე, გიორგი არევაძემ ექსკლუზიური ინტერვიუ"პირველებს" მისცა. მოსამართლე პირობას დებს, რომ პროცესი დაჩქარებული წესით წარიმართება, რადგან საქმე ბრალდებულის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ეხება. 

ყველაფერი დამოკიდებული იქნება თავად სასამართლო პროცესზე - გიორგი არევაძე  არ გამორიცხავს, რომ მოითხოვოს მესამე პრეზიდენტის პალატაში დაკითხვა ან დისტანციურად ჩვენების მიღება.

 

მსგავსი სიახლეები