საგამოძიებო მოქმედებები "ვივა მედში"- მიხეილ სააკაშვილთან გამომძიებლები შევიდნენ

07.12.22 11:03
საგამოძიებო მოქმედებები "ვივა მედში"- მიხეილ სააკაშვილთან გამომძიებლები შევიდნენ

პრეზიდენტის პალატაში გამომძიებლები შევიდნენ - საგამოძიებო უწყების თანამშრომლები "ვივა მედში" სააკაშვილისთვის სისხლის ნიმუშების ასაღებად მივიდნენ. დამატებით  ნიმუშებს პრეზიდენტისგან ტოქსიკოლოგიური კვლევისთვის საგამოძიებო უწყება სამხარაულის ბიუროს  მოთხოვნით იღებს.

პარალელურად, ქვეყნაში ყველა ავტორიტეტული ექიმი თანმხმდება, რომ სააკაშვილის მდგომარეობა უმძიმესია.

"აქ მკურნალობის ყველა რესურსი ამოიწურა, თუ მას არ გადაიყვანენ შესაბამის კლინიკაში, მაშინ  ორ სამ თვეში მოკვდება" - თქვეს სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებმა.

ყველა სასამართლოს მოლოდინშია. ბოლო სამუშაო დღეს პრეზიდენტის საქმისთვის გამოიყენებს ნინო ლომჯარიაც.

სახალხო დამცველის მოსაზრება იმ საქმის მასალებს შორის იქნება, რომლსაც მოსამართლე გიორგი არევაძე პრეზიდენტის საქმეზე განიხილავს.

მსგავსი სიახლეები